четверг, 16 июня 2016 г.

სასკოლო პროექტი

პროექტის   გეგმა
პროექტის სახელწოდება:   ,,რას ფიქრობენ ჩვენზე“
მიზანი:  სტატისტიკური კვლევის დაგეგმვა, განხორციელება და კვლევის ანგარიშის პრეზენტაცია.
საგანთა ჯგუფი:  მათემატიკა, ქართულ
კლასი: VI
მასწავლებლები:  მარინა გაბისონია (მათემატიკა)
                                 ხათუნა ფირცხალავა (ქართული ენა)
 აქტუალურობა:  XXI საუკუნის ადამიანისათვის პრიორიტეტულია საჭირო ინფორმაციის მოპოვება, ამ ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი, შექმნილი პროდუქტის საზოგადოებისათვის გაცნობა. 
დასაწყისი:  17 მაისი 2016 წელი.
დასასრული:  7 ივნისი  2016 წელი.
პროექტის აღწერა და განხორციელების გზები: 
v  პროექტის დაგეგმვა;
v  გამოკითხვის ანკეტის შედგენა;
v  გამოკითხვის ჩატარება;
v  მონაცემთა კლასიფიკაცია, ცხრილების შედგენა;
v  დიაგრამების აგება;
v  დიაგრამების ანალიზი და დასკვნის გაკეთება;
v  კვლევის ანგარიშის წარმოდგენა
v  პრეზენტაცია.
დისკუსიის ფორმის გაკვეთილზე მოსწავლეები შეადგენენ პროექტის გეგმას და შეადგენენ გამოკიტხვის ანკეტას. ამავე გაკვეთილზე ურთიერთშეთანხმების საფუზველზე დაიყოფიან სამ ჯგუფად;  პირველი ჯგუფი ,,მასწავლებლები“ გამოკითხვას ჩაატარებს მასწავლებლებზე და გაარკვევენ მასწავლებელთა შეხედულებას 10-15 წლის მოზარდებზე.  მეორე ჯგუფი  ,,მშობლები“  გამოიკითხავს მშობელთა პოპულაციას, ხოლო მესამე ჯგუფი ,,მოზარდები“ შესაბამისად გამოიკითხავს  მოზარდთა პოპულაციას.  გამოკითხვის ჩატარების შემდეგ მოსწავლეები დასხდებიან ჯგუფებში და  მოხდენენ მონაცემთა კლასიფიკაციას, შეადგენენ ცხრილებს, ააგებენ სვეტოვან და წრიულ დიაგრამებს როგორც ფლიპჩარტზე, ასევე კომპიუტერით ,,Eqcel” პროგრამაში. აგებული დიაგრამების ანალიზიის საფუძველზე თითეული ჯგუფი გააკეთებს დასკვნას. კვლევის შედეგებს წარმოადგენენ ,,Pover Point” საპრეზენტაციო პროგრამით და კვლევის ანგარიშს წარუდგენენ მასწავლებლების, მშობლებისა და თანატოლების საზოგადოებას.
მოსალოდნელი შედეგები: 
v  მათ.VI.11. მოსწავლეს შეუძლია დასმული ამოცანის ამოსახსნელად საჭირო თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების მოპოვება.
v  მათ.VI.12. მოსწავლეს შეუძლია თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების მოწესრიგება და ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით წარმოდგენა.
v  მათ.VI.13. მოსწავლეს შეუძლია თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემთა ინტერპრეტაცია და ელემენტარული ანალიზი.
v  ქართ. VI.14 მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მიზნობრივი ტექსტის დამოუკიდებლად შექმნა;
v  ქართ. VI.13. მოსწავლეს შეუძლია კითხვის სხვადასხვა სტრატეგიის მიზნობრივად გამოყენება.
პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები:
v  წიგნიერება
v  ციფრული წიგნიერება
v  რაოდენობრივი წიგნიერება.
v  სემიოტიკური კომპეტენცია.
v  შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება;
v  სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია.

რესურსები:  კომპიუტერი, ფლიპჩარტი, პრინტერი, ფურცლები,  მათემატიკის სახელმძღვანელო, რვეულები.